ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 სექტემბრიდან უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა მოიხსნას.
ბულგარეთის სოფლის-მეურნეობის მინისტრის, კირილ ვატევის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, 5 წევრ სახელმწიფოში უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა 15 სექტემბრამდეა დაწესებული, თუმცა პოლონეთი შეზღუდვას ამ ვადის გასვლის შემდეგაც ძალაში დატოვებს.