ამის შესახებ პლატფორმა X-ზე (ყოფილი TWITTER) უკრაინის პრემიერ მინისტრი წერს.
„უკრაინა, მიუხედავად ომისა და რუსეთის მიერ ჩვენი პორტების ბლოკადისა, იცავს თავის ვალდებულებებს, წარმოშობილს როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კანონმდებლობით. პოლონელი ფერმერების დაზიანების განზრახვა არც გვქონია და არც გვაქვს. ჩვენ დიდად ვაფასებთ პოლონელი ხალხის და პოლონელი ოჯახების მხარდაჭერას, მაგრამ წინასაარჩევნო პოლიტიკური პოპულიზმის ინტერესებიდან გამომდინარე ვაჭრობის შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაში, უკრაინა იძულებული იქნება მიმართოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით“, - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.
Despite the war and the Russian blockade of our ports, Ukraine is fulfilling its obligations under both the Association Agreement with the EU and WTO law. We have no intention of harming Polish farmers. We greatly appreciate the support of the Polish people and Polish families!…
— Denys Shmyhal (@Denys_Shmyhal) September 12, 2023
სამშაბათს, 12 სექტემბერს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ უარს იტყვის უკრაინული მარცვლეულის იმპორტის ემბარგოზე, თუნდაც ის მოიხსნას ევროკავშირის დონეზე.
„მე ვარწმუნებ მთელ პოლონურ სოფელს, რომ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ პოლონელ ფერმერს. ჩვენ არ შევეგუებით, რომ ევროკავშირის ბიუროკრატებმა თავიანთი ძალაუფლება მოგვახვიონ თავს."