უკრაინამ ხორვატიის პორტების გავლით მარცვლეულის ექსპორტი დაიწყო. შესაბამისი განცხადება ბუქარესტში მიმდინარე „სამი ზღვის“ სამიტის ფარგლებში, ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ გააკეთა.

მინისტრის თქმით, ხორვატიის ხელისუფლების ძალისხმევის წყალობით, უკრაინა უკვე გავიდა მარცვლეულის ექსპორტზე.

"ჩვენ მზად ვართ, განვავითაროთ ეს სატრანსპორტო დერეფანი და გავაფართოოთ მისი შესაძლებლობები. ჩვენ ასევე მივიჩნევთ, რომ ეს ლოგისტიკური მარშრუტი ომის დასრულების შემდეგაც ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნების ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში“, - განაცხადა სვირიდენკომ.