კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროს ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, კიევის ოლქის ბუჩის რაიონში რუსეთის თავდასხმისა და შემდგომი დეტონაციის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა.
ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა საბოლოო არ იყოს. დაღუპულებს შორის არის დმიტროვკის თემის ხელმძღვანელი ტარას დიდიჩი, რომელიც ერთ-ერთი პირველი მივიდა შემთხვევის ადგილზე.
42 ადამიანს, მათ შორის ოთხ ბავშვს, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული. დაშავებულთაგან შვიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები, ნაგებობების დემონტაჟი და ადამიანების ძებნა მიმდინარეობს.
წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 50 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.
hromadske.ua-ს ცნობით, კიევის ოლქის ბუჩის რაიონის სოფელ მილაში მტრის დრონის თავდასხმის და საბრძოლო მასალის დეტონაციის შედეგად დაღუპული 37 ადამიანის უმეტესობა მოხუცებულთა თავშესაფრის ბინადრები იყვნენ.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




