ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
ალიანსის მოკავშირეების დროშების გვერდით ალიანსის 32-ე წევრის, შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონიას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონიც დაესწრნენ.
შვედეთი NATO-ს რიგით 32-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად 7 მარტს გახდა.