"NATO-ს არსებობის მიზეზი რუსეთი და თავისუფალი სამყაროს სხვა მტრები არიან", - ამ სიტყვებით უპასუხა ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა Tesla-ს მფლობელის, ილონ მასკის კომენტარს NATO-ს შესახებ.
"ძვირფასო ილონ მასკ, NATO-ს შექმნისა და მისი არსებობის მიზეზი რუსეთი და თავისუფალი სამყაროს სხვა მტრები არიან", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
მანამდე ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყოველთვის აინტერესებდა, რატომ აგრძელებს ნატო მოქმედებას, "მიუხედავად იმისა, რომ მისი არსებობის მიზეზი, ვარშავის პაქტი დაიშალა".