პოპ-ვარსკვლავმა ბრიტნი სპირსმა, მთელი თავისი მუსიკალური კატალოგის უფლებები გაყიდა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
44 წლის სპირსმა, როგორც ამბობენ, უფლებები დამოუკიდებელ მუსიკალურ გამომცემლობა Primary Wave-ს 30 დეკემბერს, დაახლოებით 200 მილიონ დოლარად მიჰყიდა.
მომღერალი, რომლის ხანგრძლივი მეურვეობა დიდი ხანი განსაზღვრავდა მის პირად და პროფესიულ ცხოვრებას, ცნობილია ისეთი ჰიტებით, როგორიცაა "...Baby One More Time", "Oops!... I Did It Again", "Toxic" და "Gimme More".
BBC-ი წერს, რომ Primary Wave-მა კომენტარის თხოვნას მაშინვე არ უპასუხა, სპირსის წარმომადგენლებმა კი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
2024 წლის იანვარში მომღერალმა განაცხადა, რომ აღარასდროს დაბრუნდებოდა მუსიკალურ ინდუსტრიაში. მისი ბოლო სიმღერა იყო დუეტი ელტონ ჯონთან, რომელიც 2022 წელს გამოვიდა.
თარგმანი: რუსთავი2




