დიდ ბრიტანეთში, ლონდონთან ახლოს, ჰერტფორდშირის საგრაფოში BBC-ის ჟურნალისტის მეუღლე და ორი ქალიშვილი არბალეტით მოკლეს. პოლიცია ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს.

ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

პოლიციის ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია, ის 26 წლის კაილ კლიფორდია, რომელიც შესაძლოა ისევ შეიარაღებული გადაადგილდება.

პოლიციის ინფორმაციით, მოკლულები 25, 28 და 61 წლის ქალები იყვნენ. როგორც მოგვიანებით დადასტურდა, დაღუპულები BBC-ის სპორტული კომენტატორის, ჯონ ჰანტის ცოლი და ქალიშვილები აღმოჩნდნენ.

თარგმანი: რუსთავი 2