გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა „ისტორიული“ კანონი დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების სრულ აღკვეთას ისახავს მიზნად. ახალი რეგულაციის თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც 2009 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ არის დაბადებული, სიგარეტის ლეგალურად შეძენას ვეღარ შეძლებს.
ბრიტანეთის მთავრობა მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება. მედიის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდა (მალდივის კუნძულების შემდეგ), რომელმაც ე.წ. „თაობებისთვის აკრძალვა“ დააწესა.
შეგახსენებთ, რომ მალდივებმა მსგავსი შეზღუდვა 2007 წლის შემდეგ დაბადებულებისთვის გასული წლის ნოემბერში აამოქმედა.
ორშაბათს
კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე თემთა და ლორდთა პალატები უკვე შეთანხმდნენ. კანონის ძალაში შესასვლელად მხოლოდ სამეფო თანხმობაა საჭირო, რაც ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს.
„ეს ისტორიული მომენტია. ჩვენ გვეყოლება პირველი თაობა თამბაქოს გარეშე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაცული იქნება მავნე დამოკიდებულებისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან“, — განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა, ვეს სტრიტინგმა.




