გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა კაბინეტის წევრები დაამტკიცა.

ბერნემმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ედ მილიბენდი დანიშნა. მან ამ თანამდებობაზე მყოფი ივეტ კუპერი შეცვალა.

ამასთან, ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ახალ შემადგენლობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯონ ჰილი დაიკავებს.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა აირჩიეს შაბანა მაჰმუდი. ამასთან, ბრიტანეთის ყოფილი ტრანსპორტის მდივანი ლუიზ ჰეიგი პრემიერ-მინისტრის უმაღლეს გუნდში დაბრუნდა და პირველი სახელმწიფო მდივნისა და კანცლერის თანამდებობას დაიკავებს.

ცნობისთვის, კირ სტარმერმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დღეს ოფიციალურად დატოვა. ბრიტანეთის ახალი პრემიერი ენდი ბერნემი გახდა. დიდი ბრიტანეთის მონარქმა მისი კანდიდატურა უკვე დაამტკიცა.