დიდ ბრიტანეთში ყოფილი მაღალჩინოსანი, პარტიის „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ წევრი ენ უიდიკომბი მოკლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, უიდიკომბი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მას მრავლობითი მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი 26 წლის ბრიტანელი მამაკაცია, რომელიც ნიუტონ აბოტში, უიდიკომბის სახლიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით დააკავეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ამ დროისთვის არ არსებობს ცნობები, რომ მკვლელობა ტერორიზმის მოტივით მოხდა.
ცნობისთვის, ენ უიდიკომბი კონსერვატორი პოლიტიკოსი გახლდათ. ის ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრი იყო და 1987–2010 წლებში ბრიტანეთის პარლამენტის წევრის თანამდებობას იკავებდა. 2023 წლიდან ის მემარჯვენე პარტიას, „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ შეუერთდა. უიდიკომბი „ბრექსიტს“ აქტიურად უჭერდა მხარს.




