დიდი ბრიტანეთის ყოფილი მინისტრი, ევროპარლამენტარი და ბრექსიტის (Brexit) ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ენ ვიდეკომბი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მომხდარმა ტრაგედიამ გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო საზოგადოება შოკში ჩააგდო.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien და ტელეკომპანია BBC ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ყოფილი პოლიტიკოსის ცხედარი ხუთშაბათს, 9 ივლისს, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით, დევონის საგრაფოში, ჰეიტორ ვეილში მდებარე მისსავე სახლში აღმოაჩინეს. პირველადი დათვალიერებით, ცხედარს მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
პოლიციამ მკვლელობის საქმეზე ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, თუმცა იგი მოგვიანებით გაათავისუფლეს. 

გამოძიება მკვლელობის მოტივის დასადგენად აქტიურ რეჟიმში გრძელდება და საქმეს განსაკუთრებული კონტროლი აქვს მინიჭებული.