გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანეში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძულების კლასტერზე სუვერენიტეტს თმობს.

ისტორიული შეთანხმების ფარგლებში, რომელზედაც მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, გაერთიანებული სამეფო ჩაგოსის კუნძულებს მავრიკს გადასცემს.

არქიპელაგი დიეგო გარსიის კუნძულსაც მოიცავს, რომელზედაც აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს საერთო სამხედრო ბაზაა განთავსებული. კუნძულს აშშ საკუთარი სამხედრო-საზღვაო ხომალდებისთვის და ბომბდამშენი თვითმფრინავებისთვის იყენებს.

შეთანხმების ფარგლებში, აშშ-გაერთიანებული სამეფოს საერთო ბაზა დიეგო გარსიაზე, სულ მცირე, მომდევნო 99 წლის განმავლობაში დარჩება.

ამასთანავე, გაერთიანებული სამეფო მავრიკს ფინანსური დახმარების პაკეტს გადასცემს, რაც წლიურ გადასახადსა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს მოიცავს. თავის მხრივ, მავრიკი ჩაგოსის კუნძულების დასახლების პროგრამის დაწყებას შეძლებს, დიეგო გარსიას კუნძულის გამოკლებით.