ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ფერნანდუ კოლორ დი მელუს კორუფციის საქმეზე 8 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ Deutche Welle წერს.

ბრაზილიის უმაღლესმა სასამართლომ 73 წლის ყოფილი პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნო ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში.

გამოძიების თანახმად, პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ფერნანდუ კოლორ დი მელუ სენატის წევრი იყო და ენერგეტიკული კომპანიისგან კონტრაქტების გაფორმების სანაცვლოდ, სოლიდურ ქრთამებს იღებდა.