უკრაინა ყირიმსა და დონბასს დაიბრუნებს, თუმცა რუსეთი არ დაიშლება, – ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინა ყველაფერს დაიბრუნებს, რადგან ეს კანონიერია და ეს არის უკრაინის საზღვრები. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დასავლეთი უკრაინას, პირველ რიგში, მელიტოპოლის, მარიუპოლის, ბერდიანსკისა და მთელი „სახმელეთო დერეფნის“ დაბრუნებაში დაეხმარება.
„ვფიქრობ, რუსეთი დიდი, ამაყი, ძველი ქვეყანაა. ამიტომ რუსეთი არ დაიშლება, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო: დიდი ბრიტანეთის მიზანი, ნატო-ს მიზანი, უკრაინის ყველა მეგობრის მიზანი არ არის რაიმე კონკრეტული ცვლილებების მიღწევა მოსკოვში. ჩვენი მიზანია, დავიცვათ და დავეხმაროთ უკრაინას, რომ უკრაინა იყოს თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი. მე ასევე ვფიქრობ, რომ გზა, რომელსაც ბრიტანეთი ეძებს უკრაინის აღდგენაში დასახმარებლად, ისევე, როგორც ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესაქმნელად, უკრაინას მისცემს უსაფრთხოებას, მაგრამ ასევე მისცემს უსაფრთხოებას რუსეთს და ეს შეიძლება, გაკეთდეს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
წყარო: 1tv.ge