ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა ამჟამად იმდენად მძიმეა, რომ ჰუმანიტარული სამართალი იქ ფაქტობრივად „ნანგრევებშია დამარხული“. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზაში. იქ შესული დახმარების რაოდენობა ყველაზე დაბალ დონეზეა ომის დაწყების შემდეგ.

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა დღეს განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ღაზაში საკვები პროდუქტები არ შესულა.

მოთხოვნილებები სწრაფად იზრდება”, - თქვა ბორელმა  ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

ბორელმა განაცხადა, რომ 400 ათასმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მიიღო ბრძანება რეგიონიდან ევაკუაციის შესახებ, მაგრამ წასასვლელი არსად აქვთ და ამიტომ ხალხი უბრალოდ ხაფანგშია და დაბომბვის რისკის ქვეშ არიან.

„ვშიშობ, რომ ჰუმანიტარული სამართალი ღაზის ნანგრევების ქვეშაა დამარხული. 40 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ვშიშობ, რომ ამ ომის მსხვერპლი ჰუმანიტარული სამართალიც არის“, - თქვა ბორელმა.