საქართველოში უარესი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ ხრის, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი არ იშურებს ძალისხმევას საარჩევნო პროცესის ჩასაშლელად ჰიბრიდული თავდასხმებისა და ამომრჩეველთა ფართოდ გავრცელებული უკანონო მოსყიდვის გზით. ჩვენ ვაფასებთ მოლდოვის მთავრობის გამძლეობას ამ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე და განვაგრძობთ მხარდაჭერას.
საქართველოში უარესი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ ხრის. სწორედ ამიტომ არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებული.
თქვენ იცით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ევროპული დაფინანსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის“, – განაცხადა ბორელმა.