გაერომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენთან დაკავშირებით რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ Reuters წერს.
დოკუმენტი „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითვალისწინებდა.
რუსეთის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა მხოლოდ სამმა ქვეყანამ, 12-მა კი თავი შეიკავა. მის მისაღებად, სულ მცირე, ცხრა ხმა იყო საჭირო.