ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ უკრაინისთვის F-16-ების გადაცემა მალე დაიწყება. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ბორელი მიესალმა უკრაინისთვის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალებს ეს სჭირდებათ.
"პილოტების მომზადება უკვე დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ უკრაინას ეს იარაღი (F-16) მივაწოდოთ", - აღნიშნა მან.