ლათინური ამერიკის ერთმა სახელმწიფომ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, კიდევ ორმა კი ქვეყნიდან ელჩები გაიწვია. კერძოდ, ბოლივიამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
Reuters-ის ცნობით, ბოლივიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ღაზას სექტორში ისრაელის მოქმედება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია".
ამასთან, ისრაელიდან კონსულტაციებისთვის ელჩები გაიწვიეს ჩილემ და კოლუმბიამ.
ჩილეს პრეზიდენტ გაბრიელ ბორიჩის განცხადებით, "გადაწყვეტილება მიიღეს ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო".
კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ "ისრაელმა უნდა შეწყვიტოს პალესტინელების მასობრივი მკვლელობა".