Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობამ ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
ანალიტიკური მონაცემების თანახმად, რუსული ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების მუშაობის შეფერხება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის არის უკრაინის მხრიდან ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დრონების თავდასხმები და დაგეგმილი თუ არაგეგმური სარემონტო სამუშაოები.
არსებული მონაცემები 2005 წლის შემდეგ გადამუშავების ყველაზე დაბალ მაჩვენებელს აჩვენებს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სამხედრო დაპირისპირების ფონზე ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების დაცვა და ოპერირება სულ უფრო რთულდება.
ნავთობის გადამუშავების კლება პირდაპირ აისახება რუსეთის საწვავის ბაზარზე, რაც ზრდის დეფიციტისა და ფასების მატების რისკებს.
ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ რუსეთის ნავთობინდუსტრია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რაც როგორც ტექნიკურ, ისე გეოპოლიტიკურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული.




