ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, რუსები ახალგაზრდა აფრიკელებს უკრაინის ფრონტზე აგზავნიან.
ევროპელი ოფიციალური პირების შეფასებით, კრემლმა ათასობით მიგრანტი და უცხოელი სტუდენტი აიძულა უკრაინის წინააღმდეგ იბრძოლოს.
რუსი ოფიციალური პირები აფრიკელ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს სულ უფრო მეტად ემუქრებიან, რომ თუ ისინი არ დათანხმდებიან საოკუპაციო ჯარში მსახურს, ვიზებს არ გაუხანგრძლივებენ.
მოსკოვს ასევე მსჯავრდადებულები ციხეებიდან მიჰყავს, ხოლო რუსეთში სამუშაო ვიზებით მყოფ აფრიკელებს აკავებენ და არჩევანის გაკეთებას აიძულებენ დეპორტაციასა და ბრძოლას შორის. ამავდროულად, ზოგიერთმა ამ ადამიანმა შეძლო რუსეთში ჩინოვნიკების მოსყიდვა ქვეყანაში დარჩენისა და სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით.
უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, უცხოელი მებრძოლების რიცხვი ბრძოლის ველზე დატყვევებულებს შორისაც გაიზარდა. მათ შორის განსაკუთრებით ბევრია აფრიკელი და ნეპალელი.
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი მინიმუმ 21 ქვეყანაში აწარმოებს კამპანიას უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცების გადაბირების მიზნით, მათ შორის, აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოში.