Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპელი ლიდერები ამერიკული იარაღების ყიდვასა და უკრაინისთვის მათ გადაცემას განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუკი აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას გადაწყვეტს. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს, ევროპული ქვეყნების მხრიდან ასეთი ნაბიჯი პუტინის იერიშს შეაკავებდა და ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის დასათანხმებლად მასზე ზეწოლას გაზრდიდა. 

როგორც Bloomberg-ის წყაროებმა თქვეს, ისინი მოელიან, რომ აშშ უკრაინასთან სამიზნეების შერჩევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას გააგრძელებს. 

Bloomberg-ის წყაროები ამბობენ, რომ კრემლი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აჭიანურებს და, როგორც ჩანს, ზაფხულში იერიშისთვის ემზადება, ხოლო ტრამპი უარს ამბობს ევროპის მოთხოვნაზე, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე სანქციების გამკაცრებით დაითანხმოს. 

ამის ფონზე გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპულ ქვეყნებს არც იარაღის საკმარისი მარაგი და არც მათი წარმოების სათანადო შესაძლებლობა აქვთ, რათა აშშ-ს მხრიდან დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის დანაკლისი აანაზღაურონ.

გამოცემის წყაროების მიერ განხილული სცენარი სწორედ ამ შესაძლო განვითარებას პასუხობს.