მკვეთრი აციების პროგნოზებისა და ირანში აშშ-ის ომის გამო მიწოდების შეფერხებების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის საბაზისო ფიუჩერსები 8,6%-ით გაიზარდა და მეგავატ-საათზე 96,075 ევროს მიაღწია. როგორც სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, საუბარია ბოლო ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში დღიურ ჭრილში დაფიქსირებულ ყველაზე მნიშვნელოვან ზრდაზე.

განახლებული პროგნოზები მიუთითებს, რომ ცივი ამინდი ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში დეკემბრის დასაწყისამდე შენარჩუნდება. მანამდე მოსალოდნელი იყო, რომ კლიმატური ფენომენის, "ელ-ნინიოს" გამო, წელს ევროპა ნედლეულის ნაკლები მოცულობით შეძლებდა ფონს გასვლას.

Atmospheric G2-ის მონაცემებით, მიმდინარე კვირაში ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ტემპერატურა, სავარაუდოდ, ბოლო 30 წლის საშუალო მაჩვენებელზე 3-5 გრადუსი ცელსიუსით დაბალი იქნება, დეკემბრის დასაწყისში კი ნორმაზე 5-8 გრადუსი ცელსიუსით ნაკლები დაფიქსირდება.

ამის მიზეზი არქტიკის თავზე, დიდ სიმაღლეზე მქროლავი ძლიერი ქარებია. მიმდინარე კვირაში აციება აზიასაც მოიცავს, რამაც, შესაძლოა, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გლობალურ მიწოდებაზე კონკურენცია გაამძაფროს.