აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ ქმედება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის უპრეცედენტო გამოწვევაა.
"არასტაბილურობა საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. ვფიქრობ, მეტი ბზარები დავინახეთ რუსეთის ფასადზე. ბევრი ახალი საკითხია, რომელთა მოგვარებაც პუტინს მოუწევს უახლოეს კვირებსა და თვეებში", – განუცხადა ბლინკენმა NBC News-ს
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე არეულობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს მოსკოვის შესაძლებლობებზე უკრაინაში:
"ჩვენი ყურადღება სტაბილურად არის მიმართული უკრაინისკენ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მას აქვს ყველაფერი, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად და ტერიტორიების დასაბრუნებლად".
როგორც მან აღნიშნა, კრემლის პრობლემები დიდი ალბათობით, კიევს აგრესიისგან თავდაცვაში დაეხმარება.