აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ისლამისტურ დაჯგუფება "ჰაიათ თაჰრირ ალ შამთან", რომელიც სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას ხელმძღვანელობდა.

ბლინკენის თქმით, აშშ-მა პარტნიორებთან ერთად მიაღწია შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება ეხება სირიაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ძირითად პრინციპებს, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვას.

"აშშ-მა და ჩვენმა რეგიონულმა პარტნიორებმა მოაღწიეს შეთანხმებას საერთო პრინციპებზე, რომლის მიხედვითაც, სირიასა და მის ხალხს მხარს დავუჭერთ. ჩვენ ვიცით, რომ სირიაში მიმდინარე პროცესებს შეუძლია, ჰქონდეს ძლიერი შედეგები მის საზღვრებს გარეთაც, იქნება ეს მასობრივი გადაადგილება თუ ტერორიზმი. ჩვენ ვიცით, რომ არ შეიძლება იმ გამოწვევების შეუფასებლობა, რომლებიც ამ მომენტშია",- აღნიშნა ბლინკენმა.