გერმანული გაზეთი „ბილდი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ხელისუფლებამ ლიბანის ტერიტორიაზე ისრაელის საჰაერო დარტყმების საპასუხოდ ჰორმუზის სრუტე გემებისთვის ჩაკეტა.  

„ბილდის“ ცნობით, არსებობს  ინფორმაციაჰორმუზის სრუტეში გამაფრთხილებელი გასროლების შესახებ. გარდა ამისა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სავარაუდოდ რადიოთი აცნობა სრუტესთან ახლოს მყოფს ყველა გემს, რომ მათ არ ჰორმუზის სრუტეში შეღწევის შეღწევის უფლება არ ჰქონდეთ. „ბილდი“ წერს“, რომ ეს  ინფორმაცია ოფიციალურად არაა დადასტურებული. 

ამავდროულად, სპარსეთის ყურის საქმეების ირანის ორგანომ X-ზე განაცხადა, რომ გემებისთვის ტრანზიტი კვლავ შესაძლებელი იქნება წინასწარი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში. განაცხადები დამტკიცდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მითითებული პირობები დაკმაყოფილდება. დამკვირვებლებმა ეს ნაბიჯი განმარტეს, როგორც სიგნალი იმისა, რომ თეირანი აპირებს გემებს მომავალში სრუტის გამოყენებისთვის გადასახადი  დააკისროს.

ეს კვლავ საფრთხეს უქმნის ირანთან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის (80) მიერ რამდენიმე დღის წინ მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას. თეირანმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოითხოვდა ომის დაუყოვნებლივ დასრულებას „ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში“. თუმცა, ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ არ თვლის თავს ვალდებულად იმოქმედოს იმ შეთანხმების პირობების დასაცავად, რომელსაც მხარეებმა მათგან დამოუკიდებლად მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი, ჩაიშალა. ისრაელის ძალებმა ლიბანზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. თეირანმა განაცხადა, რომ ასეთი თავდასხმები უკვე მიღწეული შეთანხმების გაუქმების წინაპირობაა. შეერთებული შტატების ხელისუფლებამ შეთანხმებაზე ხელმოწერის ჩაშლა ლოგისტიკურ პრობლმებს დაუკავშირა. თუმცა, მანამდე ჰეზბოლასთან დაკავშირებულმა ტელეარხმა - „ალ-მაიადინმა“ -  განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის სამხედრო კამპანიის გაგრზელების გამო თეირანი შვეიცარიაში დელეგაციის გაგზავნას აყოვნებს.