ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების პრესა ავრცელებს.
ხელოვნურმა ინტელექტმა ერთ მშვენიერ დღეს ადამიანი უამრავი სამუშაო ადგილზე ჩაანაცვლოს, თუმცა ამ მომენტის დადგომამდე მონაცემთა ცენტრებს უამრავი ელექტროენერგია დასჭირდება. მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის ყველაზე კარგი გზა ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების მშენებლობაა.
ბილ გეიტსის მიერ დაარსებული TerraPower-ი ვაიომინგში იწყებს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას, რომელიც ტრადიციულისგან განსხვავებით უფრო პატარა და ამასთან უსაფრთხო იქნება, რადგან რეაქტორის ბირთვის გასაგრილებლად წლის ნაცვლად ნატრიუმს გამოიყენებს.
„TerraPower-ის შეფასებით, ქარხნის აშენება შეიძლება 4 მილიარდ დოლარამდე დაჯდეს, რაც, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ახლახან ჯორჯიის შტატში აშენებული ორი ბირთვული რეაქტორი 35 მილიარდი დოლარი დაჯდა, უაღრესად ხელსაყრელი გარემოებაა"
პროექტის განხორციელებისთვის აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი 2 მილიარდ დოლარს გაიღებს, ვარაუდობენ, რომ TerraPower-ი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას 2030 წლისთვის დაასრულებს.