ამის შესახებ გერმანიის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.

გუშინ, ბერლინის სასამართლომ, „ბოლო თაობის" 65 წლის კლიმატაქტივისტს ერთი წლით და ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების უფლება ჩამოართვა.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მამაკაცი რამდენიმე მჯდომარე აქციაში მონაწილეობდა და ზოგჯერ გზას ეწებებოდა. გარდა ამისა, იგი დამნაშავედ ცნეს სამართალდამცველებზე ზეწოლასა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

„ბოლო თაობა" აცხადებს, რომ ასეთი ხანგრძლივი ვადით პატიმრობა ჯგუფის წევრს პირველად მიესაჯა.


სასამართლო პროცესი 2023 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობდა. პროკურატურა ორი წლით და სამი თვით პატიმრობას  ითხოვდა.