CBS News-ის გადაცემა 60 Minutes-თან ინტერვიუში, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანიდან მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანის მარაგი უნდა გაიტანონ და ქვეყნის გამდიდრების ობიექტები უნდა დაიშალოს.
"ჩვენ უკვე მნიშვნელოვნად შევასუსტეთ ეს შესაძლებლობები. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არსებობს და სამუშაო დასასრულებელია", - განაცხადა ნეთანიაჰუმ ირანის ბირთვულ შესაძლებლობებზე, ასევე სხვა ქვეყნებში მოქმედ მის პროქსი-ძალებსა და სარაკეტო წარმოების პოტენციალზე საუბრისას.
საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, ირანს კვლავ აქვს დაახლოებით 440 კილოგრამი თითქმის სამხედრო დონის ურანი.
"შედიხარ და გამოაქვთ", - ასე აღწერა ნეთანიაჰუმ შესაძლო გეგმა ამ მასალის გასატანად. მისი თქმით, თუ შეთანხმება მიიღწევა, ეს ირანის მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანის გატანის "საუკეთესო გზა" იქნება.
ნეთანიაჰუმ არ დააკონკრეტა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ირანთან ბირთვულ მასალაზე შეთანხმება ვერ შედგება.
"ვადებს არ დავასახელებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი მისიაა", - განაცხადა მან.








