ირანის რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
"არ მიკვირს, რომ ირანელებს ცეცხლის შეწყვეტა სურთ - ჩვენ ძლიერად ვურტყამთ მათ. მოლაპარაკებებს შანსი მივეცით, მაგრამ ამავე დროს დიქტატორმა აიათოლამ დაწერა, რომ ისრაელი განადგურდება. ჩვენ სამი მიზნის მიღწევას ვცდილობთ: მათი ბირთვული პროგრამის ლიკვიდაცია, ტერორის ღერძის დემონტაჟი და მათი რაკეტების წარმოების შესაძლებლობების განადგურება. ჩვენ კარგად ვართ კოორდინირებულნი აშშ-თან", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
"ისრაელის ხალხი ამ მიზნებზე ნაკლებს არ დასჯერდება. რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია", - დასძინა მან.