ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში მასობრივი სროლის შემდეგ, სერბეთის განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა და თქვა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე გადასცა ქვეყნის პრემიერმინისტრს.
"სამდღიანი ეროვნული გლოვის შემდეგ, როგორც პასუხისმგებლობიანმა და განათლებულმა ადამიანმა, როგორც პროფესიონალმა, რომელიც აქამდე ყველა საჯარო ვალდებულებას ასრულებდა, როგორც მშობელმა და სერბეთის მოქალაქემ, მე ამ ვითარებაში მივიღე ერთადერთი რაციონალური გადაწყვეტილება", - დაწერა ბრანკო რუჟიჩმა.
სროლა ბელგრადის სკოლაში 3 მაისს მოხდა. მე-7 კლასელმა ცეცხლსასროლი იარაღით 9 ადამიანი მოკლა, მათ შორის 8 ბავშვი და ერთი დაცვის თანამშრომელი. აქედან რამდენიმე დღეში, 5 მაისს სერბეთის რამდენიმე სოფელში კიდევ ერთი მასობრივი სროლა მოხდა. 21 წლის კაცმა 8 ადამიანი მოკლა და 13 დაჭრა.