ინფორმაციას ამის შესახებ სერბეთის სააგენტოები ავრცელებენ.

დღეს, დილით,ადგილობრივი დროით 8;40 საათზე, ისტორიის გაკვეთილის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კლასში ცეცხლსასროლი იარაღით შესულმა მოსწავლემ სროლა ატეხა, რის შედეგადაც გარდაცვლილია 8 თანაკლასელი და მცველი, რომელიც სროლის ხმაზე კლასში შევიდა.

დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი 6 მოსწავლე და მასწავლებელი. ისტორიის კაბინეტი პირველ სართულზე მდებარეობს და მოსწავლეთა ნაწილმა ფანჯრიდან გადახტომა შეძლო.  ერთ-ერთი მოსწავლე გოგონას თქმით, 14 წლის ფრიადოსანი და წყნარი მოსწავლე, რომელიც შეიარაღებული, მშვიდი სახით შევიდა კლასში და სროლა ატეხა, მათი თანაკლასელია.  

ბოლო მონაცემებით, მოსწავლე კოსტა კ-მ ისტორიაში ერთიანი მიიღო, სახლში წავიდა და იქიდან ორი პისტოლეტით შეიარაღებული დაბრუნდა.  მის ზურგჩანთაში სამი მოლოტოვის კოქტეილი იპოვეს. თავად კოსტა კ. სკოლის ეზოში იმალებოდა სროლის შემდეგ. პოლიცია ამჟამად მის სახლში აწარმოებს ჩხრეკას