"ჰეზბოლასთან" დაკავშირებული ლიბანური ტელეარხის, "ალ-მანარის", პოლიტიკური პროგრამების დირექტორი მეუღლესთან ერთად ბეირუთის ცენტრში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა, - ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.
ტელეარხის ცნობით, ზოკაკ ალ-ბლატის რაიონში, შენობაზე თავდასხმის შედეგად, სადაც მოჰამედ ჩერი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ის და მისი მეუღლე დაიღუპნენ, ხოლო მათი შვილები და შვილიშვილები დაშავდნენ.








