ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ღამით ირანზე ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად მოკლულია ირანის უზენაესი საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი.
მანამდე ლარიჯანის მიზანში ამოღება ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა.
ცნობისთვის, ალი ლარიჯანი ის ირანელი მაღალჩინოსანია, რომელიც 10 მარტს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სიკვდილით დაემუქრა, მას შემდეგ, რაც აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად 28 თებერვალს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და რეჟიმის სხვა მოწინავე მაღალჩინოსნები დახოცეს.
"ლარიჯანი და ბასიჯის მეთაური ღამით მოკლეს და ისინი განადგურების პროგრამის მეთაურს, ხამენეისა და ბოროტების ღერძის ყველა განადგურებულ წევრს ჯოჯოხეთის სიღრმეში შეუერთდნენ." - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.








