პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხოჯა მოჰამედ ასიფი აცხადებს, რომ ჰუსიტების ბოლოდროინდელი თავდასხმების გათვალისწინებით, დადგა დრო, რომ საუდის არაბეთთან და თურქეთთან მექის შეთანხმება ამოქმედდეს.

პაკისტანის ტელეარხ Geo News-თან ინტერვიუში ასიფმა განაცხადა, რომ ისლამაბადი კვლავ ერთგული რჩება საუდის არაბეთისა და მისი წმინდა ადგილების დაცვისა და დასძინა, რომ შეთანხმების გარეშეც კი მისი მოვალეობაა მათი დაცვა.

მან განაცხადა, რომ პაკისტანმა საუდის არაბეთის გზავნილი ირანს გადასცა ჰუსიტების ძალების მიერ ქვეყანაზე თავდასხმების შესახებ შეშფოთების ფონზე.

„მე არ ვფიქრობ, რომ ირანი, როგორც სახელმწიფო, ახალ ფრონტს გახსნის“, - თქვა ასიფმა და დასძინა, რომ ისინი უკვე ჩართულნი არიან რეგიონში არსებულ კონფლიქტში.

მინისტრმა დასძინა, რომ პაკისტანი გააგრძელებს ძალისხმევას კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

მოამზადა რაულ კაპანაძემ