აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
"კამალა ჰარისს ის ხედვა, ხასიათი და სიძლიერე აქვს, რომელსაც ეს კრიტიკული მომენტი მოითხოვს“, – ნათქვამია მიშელ და ბარაკ ობამების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, ისინი კამალა ჰარისის ასარჩევად ყველაფერს გააკეთებენ.
კამალა ჰარისმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და ყოფილ პირველ ლედის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის ბევრს ნიშნავს.