აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისისიპიში ქარიშხლების და ტორნადოების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა  

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს, რომ შტატს სამაშველო და აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად ფედერალურ ფინანსებზე აქვს წვდომა. 

დღეის  მდგომარეობით, აშშ-ის სამხრეთ რეგიონებში მძვინვარე ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

ხელისუფლების ცნობით, ქარიშხალმა სახლებს სახურავები გადახადა, ხეები დაანგრია და რამდენიმე საცხოვრებელი ფართი მიწასთან გაასწორა.