აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის ბირთვული საფრთხის შემცირების მიზნით. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებულისადმი გავრცელებულ განცხადებაში.

2024 წლის ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა იაპონურ ორგანიზაციას Nihon Hidankyo, რომელიც აერთიანებს ბირთვული დაბომბვის შედეგად გადარჩენილებს და რომლის ძალისხმევა მიმართულია ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნისკენ.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს წინსვლა იმ დღისკენ, როდესაც მსოფლიო შეძლებს საბოლოოდ და სამუდამოდ გაათავისუფლოს სამყარო ბირთვული იარაღისგან.

ამიტომ, მისი თქმით, შეერთებული შტატები მზად არის მოლაპარაკება რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან "წინაპირობის გარეშე" ბირთვული საფრთხის შესამცირებლად.

„არც ჩვენი ქვეყნებისთვის და არც მსოფლიოსთვის არ არის ხელსაყრელი ბირთვული არსენალის შემცირების კუთხით პროგრესის შეფერხება.

ეს ბირთვული რისკები ძირს უთხრის იმ ნორმებსა და შეთანხმებებს, რომლებზეც ჩვენ ერთობლივად ვიმუშავეთ და ეწინააღმდეგება დღევანდელი ნობელის პრემიის ლაურეატების სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმიანობას“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.