ბაჰრეინის პარლამენტის წერილობით განცხადების თანახმად, ისრაელის ელჩმა მანამაში, ეიტან ნაემ დატოვა ქვეყანა, ხოლო ელჩი თელ-ავივში, ხალედ იუსუფ ალ-ჯალაჰმე ბაჰრეინში დაბრუნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება არის "ქვეყნის ურყევი ისტორიული პოზიციის ხელახალი დადასტურება პალესტინის საქმისა და პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური უფლებების მხარდასაჭერად".
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ისრაელის განგრძობითი თავდასხმები ღაზას სექტორზე და დაძაბულობის ესკალაცია არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელთან ეკონომიკური ურთიერთობები შეჩერებულია და ხაზგასმულია, რომ პალესტინელ ხალხს უფლება აქვს, საერთაშორისო რეზოლუციების შესაბამისად, შექმნას დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო თავისი დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმის საპასუხოდ ღაზას სექტორზე განხორციელებული სამხედრო ოპერაციების მიმართ პროტესტის ნიშნად, ისრაელიდან ელჩები აგრეთვე გაიწვიეს ბოლივიამ, ჩილემ, კოლუმბიამ და იორდანიამ.




