ბადრი კოღუაშვილმა (კუტაისკი) ნადირ სალიფოვს (გული) ომი გამოუცხადა

1567547227
კანონიერმა ქურდმა, კრიმინალურ წრეებში ბადრი კუტაისკის სახელით ცნობილმა, ბადრი კოღუაშვილმა ქურდის ტიტულის აზერბაიჯანის მთავარი ავტორიტეტისთვის, ნადირ სალიფოვისთვის(გული) ჩამორთმევის მიზნით ავტორიტეტთა შეკრების ორგანიზება გადაწყვიტა.
კოღუაშვილი რუსეთის დამნაშავეთა სამყაროს ლიდერის კალაშოვის (შაქრო მალადოი) მოსკოველ მემკვიდრედ ითვლება. კოღუაშვილის აღშფოთება თურქეთში 26 აგვისტოს მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია.
35 წლის "შთამომავლობითი" ე. წ კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძეს, კრიმინალურ წრეებში კვეჟოდ ცნობილი, ნადირ სალიფოვთან შეხვედრის დროს ხელით შეეხო სალიფოვის ხელქვეითი და კანონიერი ქურდობის კანდიდატი, ეროვნებით ყაზახი არმან დიკი. არმანმა ჩათვალა, რომ ჩიხლაძე მისი ბოსის, სალიფოვის წინაშე ზედმეტად კადნიერად იქცეოდა.
თავის მხრივ, ბადრი კოღუაშვილმა ჩათვალა, რომ სალიფოვი, რომელმაც დაუშვა ამგვარი რამ, არ არის ქურდი და უნდა ჩამოერთვას ტიტული. "იმისთვის არ გამომივლია კრასნოიარსკი (მოიხადა სასჯელი გამოსასწორებელ კოლონიაში N31), რომ ფრაერები დაუსჯელად ურტყამდნენ ქურდებს", - ამბობს კოღუაშვილი. მას მხარი დაუჭირა ზახარი კალაშოვმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქეთში მოხდარი - მისთვის სილის გარტყმაა.
ქურდების ნაწილმა არ დაუჭირა მხარი სალიფოვისთვის ქურდის ტიტულის ჩამორთმევისკენ კოღუაშვილის მისწრაფებას და ღიად განაცხადა, რომ ამ დაპირისპირებაში კოღუაშვილი აშკარად სავალალო და სამარცხვინო ფინალისთვის წირავს თავს.. მათი აზრით, ის, რაც გააკეთა არმან დიკიმ, აშკარად არაა საკმარისი აზერბაიჯანის მთავარი ქურდისთვის ქურდის ტიტულის ჩამორთმევისთვის. თავად სალიფოვის თქმით, ის თავის კაცს არავის დააჩაგვრინებს და საჭიროების შემთხვევაში თავად დასჯის მას.
აღსანიშნავია, რომ ახლახანს, 28 აგვისტოს ნადის სალიფოვი ქურდის ტიტულის დაბრუნებაში დაეხმარა არმან ჯანინიანს (კალუჟსკი), რომელსაც 20 წლის წინ, 1999 წელს ჰქონდა ჩამორთეული ტიტული.
მომზადებულია primecrime-ს მიხედვით
მოამზადა რაულ კაპანაძემ