ამერიკის საელჩო აგვისტოს ომის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს.

"დღეს საქართველოში რუსეთის შეჭრიდან ჩვიდმეტი წელი გავიდა. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგეს. ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი. 

სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ." - წერს ამერიკის საელჩო.