ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა trend-ი ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო trend-ი აზერბაიჯანის სასურსათო უსაფრთხოების სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „ხმელეთის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის" შესაბამისად დროებით შეზღუდულია საქართველოდან აზერბაიჯანში წვრილფეხა ცხოველების იმპორტი, ასევე ტრანზიტული ტრანსპორტირება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

აღნიშნულია, რომ დროებით შეზღუდვა ქვემო ქართლის რეგიონში წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ჭირის დაფიქსირებას უკავშირდება.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, საქართველოდან წვრილფეხა მცოხნავი საქონლის იმპორტზე დროებითი შეზღუდვა რუსეთმა 28 მარტს დააწესა.