ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის და ისრაელის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, სავარაუდოდ ირანული წარმოშობის მამაკაცი, ბაქოში ისრაელის დიპლომატიურ მისიაში შესვლის მცდელობის დროს დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებულს 4 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდა.

აღსანიშნავია, რომ ოთხი თვის წინ ბაქოში ისრაელის დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით ავღანეთის მოქალაქე დააკავეს. მამაკაცი, რომლის შესახებაც ცნობილი იყო, რომ მას შეძენილი ჰქონდა იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება, საელჩოს ტერიტორიაზე შენიშნეს და აიყვანეს.