დღეს, 22 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩავიდა.

აზერბაიჯანული მედია ილჰამ ალიევის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით იუწყება, რომ პეკინის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფოს მეთაურის პატივსაცემად საპატიო დაცვა მოაწყვეს.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პირველ ლედი მეჰრიბან ალიევას აეროპორტში ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრი დახვდა.