ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს მათი საქმიანობის „დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებლობის" გამო.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გამოცხადდა „არასასურველ პირად“. მათ ქვეყანა 19 მარტის ჩათვლით პერიოდში უნდა დატოვონ.

მანამდე ვენურმა გაზეთმა Falter-მა გამოაქვეყნა მასალა მოსკოვის მიერ საკუთარი დიპლომატების ჯაშუშური საქმიანობისთვის შესაძლო გამოყენების თაობაზე.

მასალაში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში რუსეთის საელჩოში აკრედიტებული 23 დიპლომატია ჩართული სადაზვერვო საქმიანობაში. ხოლო ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი კარინ კნაისლი, რომელიც ახლა რუსეთში ცხოვრობს, სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო პროცესში ჩართული.

Die Presse-სთვის მიცემულ კომენტარში ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კნაისლის მონაწილეობით ეს გეგმა არ გასცდენია „დაგეგმვის ეტაპს“.

გასულ წელს ავსტრიიდან ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი „დიპლომატი“ გააძევეს.