ჩინეთმა კანადელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კანადამ ჩინელი დიპლომატი ქვეყნიდან მას შემდეგ გააძევა, რაც დაზვერვამ დაადგინა, რომ ის კანადელ დეპუტატს ესხმოდა თავს, რომელიც უიღური მუსლიმების მოპყრობის გამო პეკინს აკრიტიკებდა.

„კანადური მხარის არაგონივრული პროვოკაციების საპასუხოდ, ჩინეთმა მიიღო შესაბამისი ზომები. ეს იყო სამართლიანი და აუცილებელი. მოვუწოდებთ კანადას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი არაგონივრული პროვოკაციები“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვან ვენბინმა.

კანადის საპასუხოდ, ჩინეთმა ჯენიფერ ლინ ლალონდეს, შანხაიში კანადის საკონსულოს კონსულს მოუწოდა, დაეტოვებინა ჩინეთი 13 მაისამდე.