ავსტრალიელმა ამომრჩევლებმა პარლამენტში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი მრჩეველთა ორგანოს შექმნის წინააღმდეგ მისცეს ხმა. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ განადგურებულები არიან რეფერენდუმის შედეგებით.
ავსტრალიის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ მოსახლეობა პარლამენტში მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დამცველი სპეციალური საკონსულტაციო ორგანოს - სახელწოდებით „ხმა“ - შექმნას და ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლას დაუჭერდა მხარს, თუმცა მისი მოლოდინი არ გამართლდა. ამომრჩეველთა დაახლოებით 60%-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
Indigenous Voice-ს ადვოკატმა ტანია ჰოშმა, რომელმაც ათი წელი გაატარა მოდელის შემუშავებაზე, თქვა, რომ ის განადგურებულია შედეგით. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზამ რეფერენდუმში დამარცხება აღიარა.
რეფერენდუმზე გატანილი საკითხის მისაღებად ქვეყნის მასშტაბით 50%-ზე მეტი და ექვსიდან ოთხი შტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
მკვიდრი მოსახლეობა ავსტრალიის მთელი მოსახლეობის 3,2%-ს შეადგენს.