ამის შესახებ ავსტრალიური გამოცემა 7news იუწყება.

ავსტრალიის შტატ კვისლენდში დაახლოებით 90 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც ქვეყანას სრული ძალით დაატყდა თავს ძლიერი სეტყვა.

სეტყვამ გავლენა მოახდინა ბრისბენზე, ლოგანზე გოლდ-კოსტზე 

ბრისბენის გარეუბან გამდეილში თორმეტ სანტიმეტრამდე დიამეტრის სეტყვა მოვიდა, - იუწყება ავსტრალიური გამოცემა 7News.

ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები, ხეები და სახურავები, სეტყვამ კი ავტომობილების ფანჯრები და მზის პანელები დააზიანა.

7News -ის ცნობით, ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვის საფასური 120 დოლარიდან 240 დოლარამდე გაიზარდა. მომხმარებლებს, რომლებსაც ელექტროენერგიის მიწოდება 12 ან მეტი საათის განმავლობაში არ ექნებათ, შეუძლიათ მოითხოვონ ერთჯერადი გადახდა, რაც მათ დაეხმარება შეიძინონ საკვები და ესა თუ ის საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც შესაძლოა ამ გათიშვის შედეგად გაფუჭდა.