ავიაკომპანია "აზიმუტის" (Azimuth Airlines) სუხოი სუპერჯეტ 100 (Sukhoi Superjet 100) ტიპის თვითმფრინავს რეისზე მოსკოვი-ბათუმი მარჯვენა ძრავის დამცავი ხუფი მოსძვრა.

ხომალდი აფრენის შემდეგ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში უსაფრთხოდ დაბრუნდა, დაშავებულები არ არიან.

გამოცხადდა განგაშის ლურჯი კოდი (Code Blue), ბორტმა საწვავის დონის შემცირების მიზნით ჰაერში წრეები შეასრულა და აეროპორტში მშვიდობიანად დაჯდა.